ავღანეთში თალიბები სამხედროებს თავს დაესხნენ – დაღუპულია ათობით ადამიანი
ავღანეთის პროვინცია ბადგისში ასობით თალიბი მეომარი შეიჭრა, რის შედეგადაც ავღანეთის სამთავრობო ძალოვანმა სტრუქტურებმა ათობით ჯარისკაცი დაკარგეს.
თავდასხმის შედეგად სულ მცირე 50 ავღანელი მეომარი დაიღუპა, ან დაიჭრა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Bloomberg ” ავრცელებს.
“სულ მცირე დაღუპულია ან დაჭრილია 50 ავღანელი მეომარი მას შემდეგ რაც, ავღანეთის ჩრდილოეთ რაიონს, რომელიც თურქმენეთს ესაზღვრება, 500-მდე თალიბი დაესხა თავს”, – ნათქვამია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია თალიბებმა ბალა მურგაბის რაონში რამოდენიმე გამშვები პუნქტის ბლოკირება მოახდინეს.