The Washington Post: ტრამპი მექსიკასთან საზღვარს არ ჩაკეტავს

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი განაცხადა იდეაზე დაუყონებლივ ჩაკეტოს მექსიკასთან საზღვარი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “The Washington Post” ავრცელებს.
“თეთრი სახლის ხელმძღვანელი ეკონომიკისა და კანონმდებლობის საკითხებში მომუშავე მრჩეველებთან კონსულტაციის შემდეგ უარს აცხადებს საზღვრის დაკეტვაზე. მათ აუხსნეს ტრამპს, რომ ამ შემთხვევაში ამერიკა და მექსიკა დიდ ეკონომიკურ პრობლემებს წააწყდება. კერძოდ კი ამერიკის ეკონომიკას დიდი დარტყმა ელის თუ კი საზღვრის დაუყონებლივ დაკეტვა მოხდება”, – წერს გამოცემა.
ამავდროულად ტრამპმა გადასახადები დააწესა მესქსიკური ავტომობილების იმპორტზე, თუკი მექსიკა არ მოაგვარებს ნარკოტრაფიკისა და მიგრანტების პრობლემას. დონალდ ტრამპმა მექსიკის ხელისფულებას აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ერთი წელი მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები