ვენესუელაში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა (ვიდეო)
ვენესუელაში, შტატ ანსოატეგში, ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შტატის სამოქალაქო თავდაცვისა და სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელი, პლასიდო მალავე, “ტვიტერში” საკუთარ მიკრობლოგში ავრცელებს.”საზ
ოგადოებას ვატყობინებთ, რომ ანსოატეგში, ლა ლეონეს სექტორში ნავთობსადენზე აფეთქება მოხდა. ჩვენ კონტაქტის დამყარებას ვცდილობთ მუნიციპალიტეტის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფთან”, – ნათქვამია მიკრობლოგში.
მალავემ სოციალურ ქსელში ასევე, აფეთქების ამსახველი ვიდეოც განათავსა. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.