ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის დღეები გაიმართება

15 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით,  წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) „საქართველოს სახელმწიფო ენის – ქართული ენის“  დღეები გაიმართება.

15 აპრილი, 13.00 სთ. – დისკუსია თემაზე: „საქართველოს სახელმწიფო ენა: თანამედროვეობა და გამოწვევები“.
დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან: პროფ. გია ალიბეგაშვილი, საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პროფ. მერაბ ჩუხუა, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის თავმჯდომარე; პროფ. ნანა მაჭავარიანი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე; პროფ. თამარ ვაშაკიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ექსპერტთა კომისიის წევრები და ფილოლოგიის მიმართულების სხვა ცნობილი სპეციალისტები.
დისკუსიის ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტები.

17 აპრილი, 13.00 სთ. – ქართული მხატვრული სიტყვის ზეიმი: „ო, ენავ ჩემო!“
საკუთარ ქმნილებებს წაიკითხავენ მოწვეული პოეტები და ასევე, ქართული უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.
ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ფილოლოგიის მიმართულების პირველი და მეორე კურსის სტუდენტები.

18 აპრილი, 13.00 სთ. – როსტომ ჩხეიძის წიგნის: „ჟარგონი და მეტსახელი და კიდევ ტოპონიმიკა და ხეთური სამყარო“ განხილვა.
წიგნის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ: ნათია იაკობიძე, ხატია ჯანგავაძე, მანანა ხვინგია, მიხეილ ლაბაძე, ლევან ბებურიშვილი; ასევე, ქართული უნივერსიტეტის პროფესორები: მანანა ტაბიძე და ტარიელ ფუტკარაძე.
ორგანიზატორები: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის ქართველოლოგიის ცენტრი და ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის მიმართულების დოქტორანტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები