ბრაზილიაში ბანკის დაყაჩაღებისას 11 თავდამსხმელი მოკლეს
ბრაზილიაში, ქალაქ გუარარემაში ბანკზე დაყაჩაღების დროს პოლიციელებმა 11 თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას შტატ სან-პაულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორმხრივი სროლა იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციელების 25-კაციანმა ჯგუფმა შეიარაღებული თავდამსხმელების დაკავება სცადა. როგორც ცნობილია, დამნაშავეთა ჯგუფმა თავდასხმა ერთდროულად ორ ბანკზე განახორციელა.
სპეცოპერაციის მსვლელობისას სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს, სხვა დამნაშავეების ძებნა ამ დრომდე გრძელდება. პოლიციისთვის უცნობია თავდამსხმელების ზუსტი რიცხვი.