ესტონეთის მთავრობა გადადგა
ქვეყანაში ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების გამო, ესტონეთის მთავრობა გადადგა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСС” მინისტრთა კაბინეტის საკომუნიკაციო ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა პარლამენტს XIVკრებაზე მთავრობის დათხოვნის შესახებ აცნობა”, – განაცხადეს ბიუროში. უწყების განმარტებით, მთავრობა მას შემდეგ გადადგება, რაც პარლამენტის ახალი შემადგენლობა პირველ სხდომას ჩაატარებს, მანამდე მინისტრები საკუთარ მოვალეობას შეასრულებენ.