ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო გაიმართება

6 აპრილს, 19:30 საათზე,  კახიძის მუსიკალურ ცენტრში  ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  ჯანსუღ კახიძის სიმღერების საღამო  ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების სერიის ფარგლებში ჩატარდება. მონაწილეობას მიიღებენ – თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“ და ეკა მამალაძე.
კონცერტზე ვახტანგ კახიძე წადგება, როგორც დირიჟორი, პიანისტი, მომღერალი და სიმღერების საორკესტრო არანჟირებების ავტორი.
მისი შემოქმედებითი თანამშრომლობა მამამისთან ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან დაიწყო სიმღერა მამასთან ერთად და ასევე ასრულებდა საფორტეპიანო პარტიას სიმღერების აუდიო ჩანაწერების შექმნისას. ეს თანამშრომლობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდებოდა და 1990-იან წლებში ვახტანგმა ჯანსუღის რამდენიმე სიმღერის საორკესტრო არანჟირებაც განახორციელა კონცერტისთვის „პირველად იყო სიმღერა“. მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი ყოველთვის ცდილობდა მისი სასიმღერო შემოქმედების სრულყოფილად წარმოჩენას და სწორედ ამ მიზნით 2000-იანი წლების დასაწყისში მან გამოსცა ორ კომპაქტ-დისკიანი აუდიოალბომი, ხოლო 2016 წელს კი შექმნა ახალი საკონცერტო პროექტი „ჯანსუღ კახიძის სიმღერები“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია დიდი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში და წარმოადგენს ჯანსუღ კახიძის საკომპოზიტორო მემკვიდრეობის საუკეთესო დემონსტრირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები