კაკულია იზორიას: საერთოდ არ გიხსენებიათ რუსეთი, იმედია, არ ხართ დაკომპლექსებული უწყება
“ქართული ოცნების” წევრმა, რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს მიმართა და მისგან განმარტება მოითხოვა, თუ რატომ არ ახსენა არც ერთხელ ლევან იზორიამ თავის გამოსვლაში რუსეთი და რა მოტივით აარიდა ამ თემას თავი.
მისივე თქმით, მას იმედი აქვს, რომ თავდაცვის სამინისტრო დაკომპლექსებული უწყება არაა.
„ორი საათია, ვსაუბრობთ და სიტყვა “რუსეთი” არ გაჟღერებულა საერთოდ. თქვენ, იმედია, არ ხართ დაკომპლექსებული უწყება იმ ძალიან უჩვეულო მოვლენით ამ ქვეყანაში, რომელსაც ადგილი აქვს. რა მოტივით არ ისაუბრეთ ამ გამოწვევებზე, თუ შეიძლება, ეს განვმარტოთ”, – განაცხადა რომან კაკულიამ.