თურქეთი არჩევანის წინაშეა – ნატო თუ С-400 (ვიდეო)

ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა განაცხადა, რომ თურქეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს ნატო-ს პარტნიორობასა და რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემების С-400 შესყიდვებს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСС” ავრცელებს. პენსის განცხადებით, ქვეყანა დილემის წინაშე დგას კრიტიკულად აუცილებელ პარტნიორ, ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსსა და გაუწონასწორებელ არჩევანს შორის, რომელიც ამ პარტნიორობას ემუქრება. მისი განმარტებით, С-400 დიდ საფრთხეს წარმოადგენს ნატო-სთვის. შეგახსენებთ, რომ ამერიკამ შეწყვიტა თურქეთში გამანადგურებელი F-35-ის მიწოდება, ვინაიდან ქვეყანამ С-400 შეიძინა. ამერიკისა და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნებისთვის საშიში იქნება, თუკი თურქეთს С-400 და F-35 ექნება შეიარაღებაში, ვინაიდან რუსული სარადარო სისტემები “ისწავლიან” ამერიკული გამანადგურებლის ამოცნობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები