ევროპული კინოაგენტების ტრენინგი გრძელდება
4 აპრილს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რუმსის“ Master Room-ში აუდიოვიზუალურ სფეროში ლიდერი ტექნოლოგიების მწარმოებელი კომპანიის – ARRI MEDIA პრეზენტაცია გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფრომაციით, კომპანიას წარადგენს მისი აღმასრულებელი დირექტორი, იოზეფ რაიდინგერი. მასთან ერთად დისკუსიას წარუძღვება ტრენინგის ხელმძღვანელი, ნიკოლაი ნიკიტინი.
პრეზენტაციას გახსნის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი – მიხეილ ხიდურელი.