სომხეთის პარლამენტის შენობაში ხანძარი გაჩნდა
სომხეთში, პარლამენტის შენობაში, გუშინ გვიან ღამით, ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზიები ავრცელებენ. “დღეს, 01:38 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში პარლამენტში გაჩენილი ხანძრის შესახებ შემოვიდა შეტყობინება.
ინციდენტის ადგილზე ექვსი სახანძრო დანაყოფი იქნა გაგზავნილი”, – ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც ცნობილია, ცეცხლი სამუშაო კაბინეტში, პარლამენტის შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. მისი ჩაქრობა უმოკლეს დროში მოხერხდა. 18 კვადრატული ფართობის კაბინეტში საოფისე ავეჯი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.