სალომე ზურაბიშვილი ბაბო შარვაშიძის წიგნის – „მემუარების“ წარდგენას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მწერალთა სახლში ბაბო შარვაშიძის წიგნის „მემუარების“ წარდგენას დაესწრო.
აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილი ბარბარე შარვაშიძე შთამომავლობის გარეშე სამშობლოსგან შორს, ლონდონში, გარდაიცვალა და მოგონებების ხელნაწერი დაუტოვა მეუღლეს, ალექსანდრე მეიენდორფს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ძალიან საინტერესოა, რომ მემუარებში აღწერილი ისტორია ქართველებისა და აფხაზების საერთო ისტორიაა და ჩვენი ერთობლივი მომავლის საფუძველს წარმოადგენს.
მემუარები ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები, შენიშვნები, გენეალოგიური ტაბულები და საძიებლები დაურთო, მაია ცერცვაძემ.