გოგი ხოშტარიას საჯარო ლექცია – „მხატვრობა ბალეტში“ გაიმართება

5 აპრილს, 17:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ  ბინა-მუზეუმში  საჯარო ლექცია „მხატვრობა ბალეტში“ გაიმართება. ლექციას  ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია უმასპინძლებს.
როგორია მხატვრის როლი საბალეტო შემოქმედებაში; რა მნიშვნელობა ენიჭება მხატვარსა და სცენოგრაფს საბალეტო სპექტაკლის შექმნის პროცესში და რამდენად დიდი ეფექტის მომხდენია მაყურებლისთვის სცენოგრაფიული გარემო თუ ცალკეული კოსტიუმები.
ამ საკითხებს განიხილავს საღამოს სტუმარი ამ ეტაპზე მუზეუმში გამოფენილი ქართველი მხატვრისა და სცენოგრაფის სოლომონ ვირსალაძის ესკიზებისა და ჩანახატების ფონზე. შესაბამისად, ვიზუალურ მასალასთან ერთად კიდევ უფრო საინტერესო იქნება მსმენელისთვის მხატვრის როლის ახსნა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში: კინო, თეატრი თუ საბალეტო ან ზოგადად ქორეოგრაფიული წარმოდგენა.

მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის 83/23, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები