თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ვახტანგ კახიძესთან შეხვედრა გაიმართება

10 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში, გაიმართება შეხვედრა კომპოზიტორთან, დირიჟორთან, პიანისტთან, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, თბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარ დირიჟორთან, ვახტანგ კახიძესთან.
საღამო თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით, „შეხვედრები თეატრალურში“ ციკლის ფარგლებში ჩატარდება.
მის: რუსთაველის გამზ. №19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები