რიონში ჩავარდნილი მამაკაცი მდინარიდან ამოყვანის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში, მდინარე რიონში, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, რიონიდან მამაკაცის გამოყვანა ადგილობრივმა მცხოვრებმა შეძლ -, იგი კონტაქტური იყო, თუმცა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები