ბარისახო-ჭალისოფლის 9 კმ-იანი მონაკვეთი ზვავისგან სრულად გაიწმინდა

დუშეთის მუნიციპალიტეტში ბარისახო-ჭალისოფლის დამაკავშირებელი გზის გაწმენდითი სამუშაოები გახორციელდა.

როგორც „კვირას“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ მომენტისთვის, 9 კმ-იანი მონაკვეთი სრულად გაწმენდილია და მოსახლეობას უკვე შეუძლია, შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს.

მერიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების გახორციელება ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები