დაღესტანში VI საუკუნის ქართულად შესრულებული სახარება აღმოაჩინეს

დაღესტანში, ისტორიული ხელნაწერების ციფრული ასლების გაკეთების დროს, ისტორიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა, არქეოლოგებმა და ეთნოგრაფებმა უძველესი მონუსკრიპტი აღმოაჩინეს. იმის შესახებ, რომ აღმოსავლეთის მკვლევარები ერთი უძველესი მონუსკრიპტის მაგივრად ორს იპოვნიდნენ, არც კი ეჭვობდნენ. ჩვეულებრივი, დაფლეთილი, უძველესი წიგნი არაფრით გამოირჩეოდა სხვა იშვიათი ეგზემპლარებისგან, მაგრამ არაბული XI საუკუნის ტექსტის ქვეშ მეცნიერებმა გაცილებით ძველი, თითქმის, გამქრალი ხელნაწერი შენიშნეს.
“ჩვეულებრივ, ჩვენ ხელნაწერების შექმნის თარიღებს ქაღალდის, მისი ხარისხისა და ხელწერის მიხედვით ვადგენთ. ყურადღება მივაქციე, რომ ეს ქაღალდი სულაც არ ჰგავდა სხვა დანარჩენებს, რომელთანაც მე 20 წლის განმავლობაში შეხება მქონია. ის სხვა სტრუქტურისა იყო”, – ამბობს ისტორიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მკვლევარი, არქეოლოგი და ეთნოგრაფი შამილ შიხალიევი.
როგორც მისთვის ცნობილი გახდა, მის ხელთ პალიმფსესტი აღმოჩნდა – პერგამენტზე ხელნაწერის ერთ-ერთი სახე, როდესაც ერთ ტექსტს ქაღალდიდან ფხეკდნენ და ზევიდან მეორეს ატანდნენ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ კარგი მასალა საწერად, ძველად, დეფიციტი იყო. მოპოვებული მასალა თავისთავად რომ უნიკალურია. ეს პირველი მსგავსი ხელნაწერია რომელიც დაღესტანში იქნა ნაპოვნი. მაგრამ ის არა მარტო დაღესტნელებისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ძვირფასია. გაურკვეველი არაბული წარწერები სახარება აღმოჩნდა, რომელიც ასომთავრულით იყო შესრულებული.

ქართულად შესრულებული სახარება VI საუკუნისაა. ის საკუთარ ადგილს დაიკავებს ქართული კულტურის ძეგლებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები