ადვოკატი: ბათუმის ციხეში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა
ადვოკატ თეონა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ბათუმის ციხეში სამმა პატიმარმა მავთულით თვითდაზიანება პროტესტის ნიშნად მიიყენა. მისივე თქმით, პატიმრები ციხეში არსებულ მძიმე პირობებს აპროტესტებენ.
„შემთხვევა 30 მარტს მოხდა. პატიმრები ითხოვენ წყალს, სამედიცინო მომსახურებას, წამლებს. ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი“, – განაცხადა თეონა ნიკოლაიშვილმა.
ბათუმის ციხეში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე იმყოფება და პატიმრებთან შეხვედრას აპირებს.