ლატვიაში, საქართველოს საელჩოში, საკვირაო სკოლა გაიხსნა
ლატვიაში, საქართველოს საელჩოში, საკვირაო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა. ლატვია-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, რატი ბრეგაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა საკვირაო სკოლის როლსა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის. მოსწავლეებს სასწავლო წიგნები გადაეცათ.
ამჟამად, ქართულ საკვირაო სკოლაში მოსწავლეები ქართულ ენას, ხატვასა და მუსიკას ეუფლებიან.
გაიმართა შეხვედრა ლატვიაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან. რატი ბრეგაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა დიასპორის წარმომადგენლებს სამინისტროს ყველა იმ ინიციატივისა და ფორმატის შესახებ, რომელიც დიასპორის ჩართულობასა და სამშობლოსთან მათ დაახლოებას ისახავს მიზნად.