„ჩემი თბილისი და ფიროსმანი“ – გურამ ღლონტის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

5 აპრილს, 18:00 საათზე, საქართველოს მხატვართა კავშირის ორგანიზებით, გალერეა „ოპიზარში“, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, გურამ ღლონტის პერსონალური გამოფენა „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოიფინება მისი ფერწერა, გრაფიკა და ილუსტრაცია.
გურამ ღლონტი დაიბადა ოზურგეთში. 1964 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე, წიგნის ილუსტრაციის განხრით. 1970 წელს მუშაობა დაიწყო საბავშვო და ახალგაზრდობის გამომცემლობა „ნაკადულში” მხატვრულ რედაქტორად. ხოლო 1971 წლიდან 2013 წლამდე მუშაობდა ამავე გამომცემლობაში მთავარი მხატვრის თანამდებობაზე. 1971 წლიდან მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
1972 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია. 1982 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 2017 წელს საქართველოს მწერალთა კავშირმა ქართული საბავშვო წიგნის დასურათებაში და მხატვრულად გაფორმებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობის გათვალისწინებით, საქართველოს დამსახურებულ მხატვარს, გურამ (გური) ღლონტს მიანიჭა იაკობ გოგებაშვილის პრემია. მხატვარი 2017 წლის 28 ივნისს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები