ნუგზარ მძინარიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
3 აპრილს, 14:00 საათზე, მწერალთა სახლში (თბილისი, მაჩაბელის ქ. 13) ნუგზარ მძინარიშვილის წიგნის „მისტერ „მ“ საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი ნაწილობრივ ეხება ალექსადრე მეტრეველის საჩოგბურთო ცხოვრებას.
დასწრება თავისუფალია.
ალექსანდრე მეტრეველი დაიბადა 1944 წლის 2 ნოემბერს თბილისში.
ტიტულები: ევროპის ჩემპიონი – 1970, 1971, 1973, 1975, 1977, 1978 (ერთეულთა შორის); სსრკ-ის ჩემპიონი – 1966, 1967, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975, 1976, 1978, 1980 (ერთეულთა შორის); სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი – 1975; სსრკ-ის N 1 ჩოგბურთელი – 1966, 1967, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1975, 1976, 1977, 1978, 1979
არაერთი საკავშირო და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის.
ერთადერთი საბჭოთა ჩოგბურთელი ვაჟი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში მოხვდა – 1974 წელს მე-9 ნომრად.
„უიმბლდონის“ 3 გზის ფინალისტი: 1973 წელს (ერთეულთა შორის) და 1968 და 1970 წლებში შერეულ წყვილთა შორის (ოლგა მოროზოვასთან ერთად).
სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი.