მერაბ ქვარაია: ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, ხიბულაში გაკეთდეს სახლ-მუზეუმი, ეროვნული და საშვილიშვილო საქმეა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას ეხმაურება.
„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში, ოჯახში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი დღეები და წუთები საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გაატარა, გაკეთდეს მისი სახელობის მუზეუმი. ეს არა მარტო მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმეა, არამედ – ჭეშმარიტად ეროვნული, საშვილიშვილო ინიციატივაა. ეს ადგილი გახდება სიმბოლო ბრძოლის, სამშობლოს სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვის და ყოველთვის გაახსენებს მომავალ თაობებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებას”, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მერაბ ქვარაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები