თელავში, საბავშვო ბაღში 10 ბავშვი მოიწამლა
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღში 10 აღსაზრდელი მოიწამლა.
როგორც ცნობილია, აღსაზრდელები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„კვირას“ თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა, ბავშვების საკვებით მოწამვლა გამორიცხეს. მათივე ცნობით, ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, სასმელ წყალს უკავშირდება.
ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მათ პროდუქტიდან და სასმელი წყლიდან სინჯები აიღეს, რომელსაც გამოსაკვლევად გადააგზავნიან.
სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე, დროებით, დაიხურა.