რუსთაველის თეატრი ადანის 21-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობს

რუსთაველის თეატრი ადანის 21-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე იმყოფება. დასმა საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინა სპექტაკლი „იულიუს კეისარი“. სპექტაკლს დაესწრო თურქეთში  საქართველოს საელჩოს დესპანი  გელა ჯაფარიძე.
ერთმოქმედებიანი სპექტაკლის „იულიუს კეისარის“ რეჟისორია რობერტ სტურუა; მხატვარი მირიან შველიძე; კოსტიუმებზე ანა ნინუამ იმუშავა; ქორეოგრაფია – მარიამ ალექსიძე; მუსიკალური გაფორმება – ია საკანდელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები