დიმიტრი ცქიტიშვილი: “ქართული ოცნების” კონსოლიდირებისთვის მნიშვნელოვანია სათავეში ისეთი ავტორიტეტული ფიგურის ყოფნა, როგორიც ივანიშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ იყოს კონსოლიდირებული, მნიშვნელოვანია ისეთი ავტორიტეტული ფიგურის ყოფნა პარტიის სათავეში, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. მისივე განცხადებით, პარტიის თავმჯდომარემ არაერთხელ განმარტა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი. „მგონია, რომ მთავარ განცხადებას უნდა დავუბრუნდეთ, რაც თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნებისას. მან თქვა, რომ პარტიის სტრუქტურების გასაძლიერებლად მოვიდა.
ქალბატონი სალომეს განცხადებებიც, დაახლოებით, ამ შინაარსს ატარებს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიტიკაში ყოფნის განსაკუთრებული სურვილი არ აქვს, თუმცა, გრძნობს პასუხისმგებლობას და, აქედან გამომდინარე, გადადგმული ნაბიჯია. იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ იყოს კონსოლიდირებული, მნიშვნელოვანია, ისეთი ავტორიტეტული ფიგურა იყოს პარტიის სათავეში, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. შეგახსენებთ – საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა პოლიტიკაში დარჩენა, თუმცა, პარტიამ სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა ვეღარ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები