ნიკოლოზ მეტრეველი: ესენი, რეალურად, “ფეიქ” არასამთავრობო ორგანიზაციები არიან

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი გია აბაშიძის მიერ დღეს წარდგენილ კვლევას ეხმაურება. კვლევაში საუბარია, თუ როგორ შეაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით. “ძალიან საინტერესო კვლევაა, ძალიან ბევრი რამ გახდა ჩემთვისაც ნათელი. უცნობი დეტალები დღეს ცხადი გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ გაიგოს, თუ ვინ დგას ამ ორგანიზაციების, ე.წ. ენჯეოების უკან. როგორც ხედავთ, არის ათეულობით “ფეიკი ენჯეო” ქვეყანაში და მათი ერთადერთი დანიშნულება არის არა ქვეყნის დემოკრატიული, ჰარმონიული განვითარება, არამედ – დასავლეთის თვალში ჩვენი ქვეყნის იმიჯის ,, გაშავება“. ამიტომ, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია გია აბაშიძის ნაშრომი. ეს არის ძალიან ფუნდამენტური, სიღრმისეული კვლევა“, – განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა. მისი თქმით, მას გარკვეული ინფორმაციები ჰქონდა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, თუმცა, ასეთ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობდი. ,,მე მქონდა გარკვეული ინფორმაცია მათ საქმიანობაზე, თუმცა, არ მქონდა დეტალური ინფორმაცია იმ სიღრმეებზე, თუ სადამდე აქვთ ამ ადამიანებს ფესვები გადგმული. მაგალითად, თამარ კინწურაშვილი – რომლის დროსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი რა სიბინძურითაც იყო დაკავებული, ყველამ კარგად ვიცით – დღეს, არასამთავრობო სექტორშია და ასეთი ამ სექტორში ძალიან ბევრია. ესენი არიან, რეალურად, “ფეიკ” არასამთავრობო ორგანიზაციები“, – აცხადებს ნიკა მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები