“კვლევის პროცესში ვერ აღმოვაჩინე -შეიძლება, ვცდები და არის, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული არასამთავრობები, რაც, თავისთავად, არ არის ცუდი”

დღეს, ექსპერტმა გია აბაშიძემ მედიის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა, სადაც საუბარია, როგორ შეაღწია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით.
მისი თქმით, „არასამთავრობოობა“ ცუდი სულაც არ არის.
„კვლევის პროცესში მე ვერ აღმოვაჩინე – შეიძლება, ვცდები და არის, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ორგანიზაციები, რაც, თავისთავად, არანაირად არის ცუდი. თუ ჩვენ მივყვებით დასავლეთის მაგალითებს… ამერიკაში, დემოკრატიულ პარტიასთან ან რესპუბლიკურ პარტიასთან აფილირებული არაერთი (ორგანიზაციაა)… ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს – ატლანტიკური საბჭო, Heritage Foundation. ბრიტანეთი ავიღოთ: ლეიბორისტებთან, ლიბერალ-დემოკრატებთან… ეს არის პოლიტიკური ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენა. არიან აფილირებული არასამთავრობოები და ე.წ. Think-tank-ები, ანუ ანალიტიკური ცენტრები, და არიან დამოუკიდებლები. ვინ საიდან იღებს გრანტს, უბრალოდ, კვლევის მთავარი მიზანია სურათის დახატვა და არა იმის წარმოჩენა, რომ, აი, თურმე, „არასამთავრობოობა“ ცუდი რაღაცაა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები