ქართული ლიტერატურის მთარგმნელობითი პროგრამის დაფინანსებული პროექტები ცნობილია
ქართული ლიტერატურის მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში 2019 წლის მეორე სააპლიკაციო პერიოდში დაფინანსებული პროექტები ცნობილია.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ 2019 წლის მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში შემოსული განაცხადებიდან, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაფინანსდება 13 საერთაშორისო პროექტი:
გერმანია
თეონა დოლენჯაშვილი – „მემფისი“ – Kalk Verlag
სალომე ბენიძე და დინა ოგანოვა – “sHEROes” – Aviva Britta Jurgs
ნინო ლეჟავა, ანა კორძაია-სამადაშვილი, ანა მარგველაშვილი, ნინო ბექიშვილი, მაშო სამადაშვილი, ბიძინა რამიშვილი –
„კალენდულა და ლურჯი ღილი“ – Mitteldeutscher Verlag
აშშ
მიხაკო წერეთელი – „ერი და კაცობრიობა“ – Nova Science Publishers
უკრაინა
გაგა ნახუცრიშვილი – „ზამთრის ზღვა“ – The Dzhezva Publishing
პოლონეთი
არჩილ ქიქოძე – „სამხრეთული სპილო“ – Borderland Foundation
ჩეხეთი
გიორგი არაბული – „გვრინი“ – Vetrne mlyny
ერეკლე დეისაძე – „შიშინი“ – Vetrne mlyny
ბულგარეთი
აკა მორჩილაძე – „სანტა ესპერანსა“ – Paradox Publishing
თურქეთი
მიხეილ ჯავახიშვილი – „თეთრი საყელო“ – Grano ic ve dis tic. (Paris Publishing House)
დავით კლდიაშვილი -„სამანიშვილის დედინაცვალი“ – Grano ic ve dis tic. (Paris Publishing House)
აზერბაიჯანი
ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“ – Teas Press Nashriyyat Evi LLC
შოთა რუსთაველი – „ვეფხისტყაოსანი“ – Alatoran