იუკიო მიშიმას „ნიღბის აღსარების“ წარდგენა გაიმართება

4 აპრილს, 19:00 საათზე, „ბიბლუსი გალერეაში“ იუკიო მიშიმას „ნიღბის აღსარების“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ გამომცემლობა „დიოგენედან“ აცნობეს, ეს არის იაპონელი მწერლის სანახევროდ ავტობიოგრაფიული წიგნი. იუკიო მიშიმას (1925-1970) რომანმა „ნიღბის აღსარებამ“, გამოსვლისთანავე, საყოველთაო აღიარება მოუტანა 24 წლის ავტორს. თავგზააბნეული ახალგაზრდა კაცის ფარული მისწრაფებების კვლევას, დროდადრო, სადომაზოხისტური ფანტაზიები ენაცვლება. განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩეულ მთხრობელს ნიღბების ცვლა შესანიშნავად გამოსდის და ერთგვარად ეხმარება კიდეც – დარჩეს ბოლომდე გულწრფელი, თვალი გაუსწოროს ძნელად გასააზრებელ სიმართლეს. ძალადობა, სხვადასხვა სახით გამოვლენილი სექსუალობა, ადრეულ ასაკში სიკვდილის გამძაფრებული წყურვილი – ამ წიგნში იუკიო მიშიმასთვის მნიშვნელოვან ისეთ თემებს ვხვდებით, რომლებსაც მოგვიანებით დაწერილ რომანებში იგი არაერთხელ დაუბრუნდება.

წარდგენის დღეს, წიგნი ჟურნალისტებს საჩუქრად გადაეცემათ.

მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის 7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები