ფოთში, დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფოთში წყლის დაზიანებული მაგისტრალური ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამ დრომდე აწარმოებს, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლეს დროში აღუდგეს. ამის შესახებ „კვირას“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.
“კომპანიის სამეგრელოს რეგიონული ფილიალის საავარიო ჯგუფისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ქალაქის მოსახლეობას წყალმომარაგება 21:00 საათიდან აღუდგება”, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე, მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა, რის შედეგად აბონენტების დიდ ნაწილს წყლის მიწოდება, დროებით, შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები