სავიოლინო მუსიკის კონცერტი გაიმართება
4 აპრილს, 19:30 საათზე, კაფე-რესტორანში „Monsieur Jordan“, სავიოლინო მუსიკის კონცერტი გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მსმენელებს თავის ხელოვნებას წარუდგენენ – იაპონიაში მოღვაწე მევიოლინე, დირიჟორი გიორგი ბაბუაძე და იაპონელი პიანისტი იასუკო უკონი.
პროგრამაშია ანტონიო ვივალდის, ედვარდ გრიგის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ფრანც შუბერტის, ნიკოლო პაგანინის, ფრიც კრეისლერის, ედვარდ ელგარის ნაწარმოები.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: „Monsieur Jordan“-ის ადმინისტრაციაში (გორგასალის ქ.17; ტელ.: 275-02-07).