ლავროვი: რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის დახმარებას მისი საერთაშორისო პოზიციების გამაგრების მიზნით

რუსეთის საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყურადღება გაამახვილა რუსეთისა და დე-ფაქტო აფხაზეთის კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ მოსკოვი კვლავ განაგრძობს “რესპუბლიკის” პოზიციების გამაგრებას საერთაშორისო არენაზე. აღნიშნული განცხადება მან დე-ფაქტო აფხაზეთის კოლეგასთან, დაურ კოვესთან შეხვედრის წინ გააკეთა.
ლავროვის თქმით, რუსეთსა და დე-ფაქტო აფხაზეთს სოლიდური შეთანხმებითი-სამართლებრივი ბაზა აქვს.
“ქვეყნებს” შორის ხელმოწერილია ასზე მეტი დოკუმენტი უმაღლეს და სამთავრობო დონეზე. მან, ასევე, აღნიშნა საგარეო პოლიტიკის კოორდინირების მექანიზმის ამუშავების ეფექტურობა.
“ჩვენ აღნიშნულ სამუშაოში ვეყრდნობით მემორანდუმს საგარეო პოლიტიკის კოორდინირებულ რეალიზაციის შესახებ, რომელიც 2015 წელს გაფორმდა და ვაგრძელებთ აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებას”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები