1-ლი აპრილი ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა

1-ლი აპრილი საქართველოს სახალხო არტისტის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ზურაბ ქაფიანიძის დაბადების დღეა. იგი 82 წლის გახდებოდა.
დაიბადა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიეთში, დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1961 წელს.
1961-1964წწ. იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; 1964 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი. შესრულებული აქვს როლები: მიხა („მიხა”, 1964), აპარეკა („ხევსურული ბალადა”, 1965), ჩოფე („ცისკრის ზარები”, 1967), ივანე („ივანე კოტორაშვილის ამბავი”, 1974), პაპაი („წიგნი ფიცისა”, 1983) და სხვ.
ზურაბ ქაფიანიძე იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2003), მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, მათ შორის- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის პაურეატი (1985).
გამოცემული აქვს წიგნები:
„ასეთი იყო ჩემი საქართველო“: მოგონებები, მინიატურები, ჩანახატები;
„ბიქილას საიდუმლო“ ( 2008);
„კაცობრიობის პირველი ანბანი: ძველი აღმოსავლეთის სამყაროსეულ ცივილიზაციათა სათავე“ (1997).
„შუმერების ანბანი“ (1990).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები