მთარგმნელ თინათინ ღარიბაშვილთან შეხვედრა გაიმართება

1-ელ აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს  მთარგმნელი თინათინ ღარიბაშვილი ეწვევა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, იგი სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ესაუბრება ლიტერატურასა და ფრანგულ-ქართულ თარგმანებზე, ასევე – ფრანგულ ენასა და მის მნიშვნელობაზე როგორც ლიტერატურის დარგში, ისე  – საერთაშორისო ასპარეზზე.
შეხვედრა გაიმართება დიალოგის რეჟიმით. სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან კითხვები მათთვის საინტერესო ლიტერატურისა და თარგმანის საკითხებზე.
თინათინ ღარიბაშვილი მთარგმნელია ისეთი ცნობილი ფრანგული ბესტსელერისა, როგორიცაა ფედერიკ ბეგბედერის „99 ფრანკი“, პოლ სარტრის „გულისრევა“, ჟორჟ სიმენონის „წერილი დედას“, რომენ გარის „ცხოვრება წინაა“, ასევე გი დე მოპასანის, მილიერისა და სხვა ფრანგი ავტორების ნაწარმოებებისა.
შეგახსენებთ, რომ მარტის თვე მთელს მსოფლიოში აღინიშნება, როგორც “ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე”. ქართული უნივერსიტეტი მოხარულია, აღნიშნული ღონისძიებით შეუერთდეს მსოფლიოს ამ დიდ ზეიმში.

მის: ი. ჭავჭავაძის 53ა, ქართული უნივერსიტეტი, I კორპუსი, IV სართული, წმ. ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები