უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ტურისტებს რადიოგიდი მოემსახურებათ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და რადიოგიდის ინიციატივით, უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში ახალი პროექტი ამოქმედდა – ტურისტებს, რომლებსაც სურთ, მიმღებ-გადამცემი მოწყობილობის საშუალებით გაეცნონ უფლისციხის ისტორიას, ურიგდებათ შესაბამისი აპარატურა – რადიოგიდი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს არის საექსკურსიო აპარატურა, ინდივიდური მოწყობილობა ტურისტებისა და გიდებისთვის, რომელიც კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის ექსკურსიის პროცესს ორივე მონაწილისთვის. რადიოგიდის საშუალებით, ისინი მარტივად შეძლებენ, თითქმის, 4 ჰექტარზე არსებული ნაკრძალის ტერიტორიის დათვალიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები