ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომა გაიმართება. “დეპუტატები” შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლის შესაძლებლობებს განიხილავენ. ამასთან, დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა გუშინ გვიან ღამით მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ არსად წასულა. ანქვაბის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ოპოზიციასთან უშედეგოდ დამთავრდა.
“მე არსად წავსულვარ. აფხაზეთში ვიმყოფები. უშიშროების საბჭოს წევრებთან ერთად განვიხილავთ სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტს“, – განაცხადა ანქვაბმა.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნუგზარ აშუბამ კი განაცხადა, რომ ანქვაბის გვედით დგას და გადატრიალებას არ დაუშვებს. ადმინისტრაციული შენობების წინ მდებარე მოდანზე ამ დრომდე რჩებიან ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები, რომლებიც ალექსანდრე ანქვაბის გადადგომას ითხოვენ.