“ქართული ხორბლის კულტურას” იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგენენ

„ქართული ხორბლის კულტურას” (ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში) იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგენენ.
იუნესკო-ში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
2018 წლის სექტემბერში, ქართული ხორბლის კულტურას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში შეიტანეს.
2019 წლის 25 მარტს, „ქართული ხორბლის კულტურას” (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები), საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები