ბაღდათის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ გოგსაძემ; საკრებულოს თავმჯდომარემ, შალვა მშვილდაძემ, მაჟორიტარ დეპუტატებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.
როგორც „კვირას“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში მთის ძირისკენ მისასვლელი და სოფელ დიმში ე.წ. მამუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიებზე ასფალტო- ბეტონის საფარი მოეწყობა.
როგორც მერიაში განმარტავენ, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები ამხანაგობა „ჯაგი 2019“ და ამხანაგობა „იმერეთი 2018“ ახორციელებენ. მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანიები რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ასევე, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ზეგანსა და როხში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერეს.