„მზად ვარ, აფხაზეთის ოპოზიციასა და პრეზიდენტ ანქვაბს შორის მედიატორის როლი შევასრულო“
სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ე.წ სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ეხმაურება. როგორც ედუარდ კოკოითმა რუსული ტელეარხი „НТВ“–ს ეთერში განაცხადა, იგი მზად არის აფხაზეთის ოპოზიცასა და “პრეზინდეტ” ანქვაბს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.
„ბუნებრივია, რაც დღეს სოხუმში ხდება, ჩემი მოძმე ერის შიდა საქმეა, მაგრამ სიმშვიდის შესანარჩუნებლად, მზად ვარ, აფხაზეთის ოპოზიციასა და პრეზიდენტ ანქვაბს შორის მოლაპარაკებებში მედიატორის როლი შევასრულო“, – განაცხადა, რუსულ ტელეარხ „НТВ“–ს ეთერში კოკოითმა.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ერთი საათის წინ მიიღო გადაწყვეტილება, დაეთანხმოს ოპოზიციის მოთხოვნებს და „გენპროკურორი“, რამდენიმე „მინისტრთან“ ერთად თანამდებობიდან გადააყენოს.