ფოლკლორის ცენტრში 64 მხატვრის საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა
ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში 64 მხატვრის საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაში მონაწილეობენ როგორც გამოცდილი, ასევე – ახალბედა და თვითნასწავლი მხატვრები.
გამოფენის თემატიკა შეუზღუდავია. წარმოდგენილია: ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები და ქანდაკებები. გამოფენის ორგანიზატორები არიან: გია მარკოზაშვილი, თემურ დვალიშვილი და ნუგზარ მელაძე.
,,ჯგუფური გამოფენების მოწყობა იშვიათობაა. ძირითადად, პერსონალურები იმართება. ჩვენთვის, მხატვრებისთვის, უმნიშვნელოვანესია მსგავსი მასშტაბის გამოფენები – 64 ადამიანი ვმონაწილეობთ. ყველას გამოგვაქვს საკუთარი ნამუშევარი და ვაცნობთ საზოგადოებას. განსაკუთრებით, ახალბედა მხატვრებისთვისაა მნიშვნელოვანი ასეთი გამოფენები”, – აღნიშნავს ერთ-ერთი ორგანიზატორი გია მარკოზაშვილი.
მსგავსი მასშტაბის გამოფენები ფოლკლორის ცენტრში, 2013 წლიდან, ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება.
გამოფენა 1-ელ აპრილს, 19:00 საათზე, დაიხურება.