„კავკასია და კავკასიელები“ – ცირა ბარამიძის ლექცია გაიმართება
27 მარტს, 17:00 საათზე, „კავკასიური სახლის“ საკონფერენციო დარბაზში, ლექციას – „კავკასია და კავკასიელები“ წაიკითხავს თსუ-ის პროფესორი, ცირა ბარამიძე.
როგორც „კვირას“ „კავკასიური სახლიდან“ აცნობეს, „კავკასიური სახლის“ პროფესორი ბარამიძე თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და ცნობილი ქართველი ლინგვისტია.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით გამოცემებში გამოქვეყნებულია ცირა ბარამიძის მიერ კავკასიის რეგიონის შესახებ დაწერილი ათობით სტატია.
კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის კვლევები ისტამბება ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, თურქულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
ლექციაზე განხილული იქნება კავკასიის რეგიონის ეთნიკური, ლინგვისტური და კონფესიური მრავალფეროვნების საკითხები. მომხსენებელი მოკლედ მიმოიხილავს კავკასიაში მცხოვრები ხალხების ძირითად მახასიათებლებს.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: გალაკტიონის ქ. #20.