ეკა ბესელია: ყველაზე კარგი არბიტრი არის ამომრჩეველი, რომელიც 4 წლის თავზე ან წითელს გიჩვენებს ან მწვანეს

წითელ და მწვანე ღილაკებს რომ გაარჩევენ დეპუტატები, აუცილებლად გააზრებულ გადაწყვეტილებებს რომ მიიღებენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველა ამ გადაწყვეტილებას ახლავს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ხალხის სახელით მოქმედებენ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ამომრჩეველს არ მოსწონს დეპუტატის საქმიანობა, შემდეგ არჩევნებზე აღარ აირჩევს და მას წითელს უჩვენებს.

“წითელ და მწვანე ღილაკებს რომ გაარჩევენ დეპუტატები, აუცილებლად გააზრებულ გადაწყვეტილებებს რომ მიიღებენ, უნდა იცოდნენ, რომ ყველა ამ გადაწყვეტილებას ახლავს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ხალხის სახელით მოქმედებენ. თუ კარგად არ იქცევი და თუ არ მოსწონს ამომრჩეველს შენი საქმიანობა, აღარ აგირჩევს შემდეგ არჩევნებზე. ამიტომ პოლიტიკოსისთვის ყველაზე კარგი გამომცდელი და არბიტრი არის მისი ამომრჩეველი, რომელიც ოთხი წლის შემდეგ ან წითელს აჩვენებს ან მწვანეს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები