რომან კაკულია საპენსიო სააგენტოს ვაკანსიაზე: პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს

“პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განუცხადა. აღნიშნული კომენტარი კაკულიამ საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცხადებული ვაკანსიის კონტექსტში გააკეთა. ხსენებული ვაკანსიის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრის წლიური ხელფასი 60 000 დოლარი იქნება. “მაშინ, როდესაც პარლამენტის ხელფასი არის ის, რაც არის, ჩემი აზრით, ეს არ არის რელევანტური. მაშინ დავფიქრდეთ, ზოგადად, საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე”, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები