ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ალიანსი არასდროს აღიარებს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების -აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას
იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი. ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მრავალფეროვანი ინსტრუმენტები არა მხოლოდ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას, არამედ, უპირველესად საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებასა და უსაფრთხოებას ემსახურება.
საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ქართული მხარის შეფასებით, მიუხედავად მრავალი განსხვავებისა, ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის არსებობს კონსენსუსი ნატოში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და პროგრესის მდგრადობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება.
იენს სტოლტენბერგმა დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და განაცხადა, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და ეს არის მკაფიო გზავნილი ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები