აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციის მოთხოვნებს დასთანხმდა

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ოპოზიციის მოთხოვნას დეფაქტო მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, დასთანხმდა – ამის შესახებ “ინტერფაქსი” იუწყება. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, ალექსანდრე ანქვაბი დღეს იძულებული გახდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრა დაეტოვებინა, რადგან ოპოზიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მის ადმინისტრაციაში შეიჭრა.
“ანქვაბმა თავისი ადმინისტრაცია მას შემდეგ დატოვა, რაც იქ ოპოზიციის წარმომადგენლები შეიჭრნენ. მოლაპარაკებებზე მან თანხმობა განაცხადა მთავრობის, გენერალური პროკურორისა და აფხაზეთის ორი რაიონის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, ოპოზიცია უფრო მეტს ითხოვს: პრეზიდენტის გადადგომას”, – განაცხადა დეფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ აშუბამ. მისივე თქმით, ყველანაირი ზომის მიღება მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვითარება მშვიდობიანი გზით განიმუხტოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები