“ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში” ჯემალ აჯიაშვილის 75 წლის იუბილე აღინიშნა

ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ჯემალ აჯიაშვილის 75 წლის იუბილე ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში აღინიშნა.
საღამოს ორგანიზატორებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილები წაიკითხეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას დიდი მწერალი უწოდა.
„ის იყო ქართული გენის უბადლო მცოდნე, ქართული სიტყვის სიღრმისა და ნაირფეროვნების თავის თავში შემომკრები და საუკეთესო სიტყვათშემოქმედი, რაც ყველაზე ნათლად ძველებრაული პოეზიისა და ფსალმუნის მისეულ ქართულ თარგმანში გაცხადდა“, – წერს ილია მეორე.
ბიძინა ივანიშვილის თქმით კი, ჯემალ აჯიაშვილმა ცხოვრება ორი ერის დაახლოებას მიუძღვნა.
„არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა წარუშლელ კვალს ტოვებს ერის კულტურაში. ჯემალ აჯიაშვილს განგებამ არგუნა და ასეთი კვალი ორი ერის – ქართველი და ებრაელი ერების ცხოვრებაში დატოვა. მან მთელი თავისი შემოქმედება ორი უძველესი კულტურის დაახლოებას მიუძღვნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები