ომარ და მანანა კაჭკაჭიშვილების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

 16 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ომარ და მანანა კაჭკაჭიშვილების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ომარ კაჭკაჭიშვილის ნამუშევრები, ძირითადად, ქალაქურ მოტივებსა და საქართველოს რეგიონების ამსახველ პეიზაჟებს მოიცავს. ასევე, გვხვდება ოსტატურად შესრულებული თემატური ნამუშევრებიც.
პროფესიით არქეოლოგის, მანანა კაჭკაჭიშვილის მხატვრობაში ნახავთ აღმოსავლურ და თბილისურ მოტივებზე შესრულებულ პორტრეტებსა და სიუჟეტებს, რომელთაც ფერადოვანი გამა გამოარჩევთ.
ომარ კაჭკაჭიშვილი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული და მხატვართა კავშირის წევრია 1978 წლიდან. მან გამართა გამოფენები როგორც საქართველოში, ასევე – მის ფარგლებს გარეთ: ბულგარეთში, მოსკოვსა და გერმანიაში. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქუთაისის სამხატვრო გალერეაში, ევროპისა და აზიის კერძო კოლექციებში.

გამოფენა 30 მარტის ჩათვლით გასტანს.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები