ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი  თბილისშია. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ცოტა ხნის წინ  დაეშვა.

ნატოს გენერალური მდივანი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დაიწყებს.

25 მარტს, ორშაბათს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

ასევე, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან.

სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და  მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები