„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს. პარტიის რიგით მერვე ყრილობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მხოლოდ ვაშაძის კანდიდატურა იყო წარდგენილი. კენჭისყრა ელექტრონულად მიმდინარეობდა.

აღნიშნული  პოსტი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქის სტატუსი დაკარგა.

მიხეილ სააკაშვილმა 18 მარტს განაცხადა, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” თავმჯდომარე სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები