ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესარჩევი კრებები გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე მოსახლეობას აქტიურად ხვდება.
ცნობისათვის, მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხულოს მუნიციპალიტეტს 1 000 000 ლარამდე გამოეყოფა. პროგრამისთვის პროექტები უშუალოდ მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებების სხდომებზე შეირჩევა.